Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში

16 იანვარს, ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების  გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.”- ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო ფართოვდება და ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის.

მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა, მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას. მან ასევე გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი "შეჰიდების ხეივანში".

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.