Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელექტრონული ვიზის პორტალი

ინფორმაცია ელექტრონული ვიზის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა ელექტრონული ვიზის (e-Visa) პორტალი, რომელიც გამარტივებული წესით სთავაზობს ვიზის მიღების შესაძლებლობას, იმ პირებს, რომლებიც მოკლევადიანი მიზნით სტუმრობენ საქართველოს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლევადიან ვიზას საქართველოს საელჩოში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გარეშე, სამი მარტივი საფეხურის გავლით მიიღებს. ეს საფეხურებია: განაცხადის რეგისტრაცია, ონლაინ გადახდა და ელექტრონული ვიზის ამობეჭდვა.

ახალი პორტალის მეშვეობით ვიზის მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს. არ საჭიროებს მიღებაზე ჩაწერას, ან დოკუმენტაციის წარდგენას საელჩოში თუ საკონსულო დაწესებულებაში.

ელექტრონული ვიზის მიღება მარტივად, ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება და ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ისეთივე უფლებას იძლევა, როგორსაც ჩვეულებრივ პასპორტში ჩაკრული ვიზა.

ის, რაც პირს ელექტრონული ვიზის მისაღებად დასჭირდება, არის ინტერნეტი, საკრედიტო ან სადებიტო ბარათი და მოთხოვნილი დოკუმენტების სკანირებული ასლები.

განმცხადებელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე წარადგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი:

  • სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი;
  • მგზავრობის მიზანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სახცოვრებლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საკმარის ფინანსური საშუალებებს არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.