- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე
პროფესიული გამოცდილება:
2018 წლის 29 აგვისტოდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
2016 წლის 15 ივლისიდან - 2018 წლის 21 ივლისამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2013-2016 წლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
2012-2013 წლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.
2011-2012 წლებში, საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი).
2011 წელი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2009-2010 წლებში, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში.
2009 წლის 4 მარტიდან - 1 მაისამდე, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული.
2007-2009 წლებში, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული.
2004-2007 წლებში, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი.
2000-2004 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
2000 წელი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი.
1996-2000 წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
1994-1996 წლებში, ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურები.
განათლება:
1994 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობა.
2007 წელი, ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.
პერსონალური ინფორმაცია:
დაიბადა 1973 წლის 12 თებერვალს, ქ. ბათუმში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ფლობს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს.