Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით Georgian Wings-მა პირველი რეისი შეასრულა

6 სექტემბერს, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა შეასრულა პირველი საერთაშორისო რეგულარული ფრენა თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით.

ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული ფრენისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, Georgian Wings-ის და ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობა, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელები.

Georgian Wings-ის პირველი რეისის შესრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ Georgian Wings-ის მიერ თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით ახალი რეგულარული ფრენების დანიშვნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადის ზრდას.

ღონისძიების დასრულების შემდგომ შეხვედრა გაიმართა ,,აზერბაიჯანის ავიახაზების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სამირ რზაევთან და ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის დირექტორთან თეიმურ გასანოვთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საჰაერო მიმოსვლის  მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.