20 იანვრის ტრაგედიის 34-ე წლისთავი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად პატივი მიაგო 1990 წლის 20 იანვარს, საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ ქ. ბაქოში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.
დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა ყვავილებით შეამკეს სამშობლოს თავისუფლებისთვის თავდადებულთა საფლავები „შეჰიდების ხეივანში“.
20 იანვარი აზერბაიჯანელი ხალხის უახლეს ისტორიაში შესულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - გლოვისა და ღირსების დღე