საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
➡️დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერების საქმეში.
❗️მიმდინარე წლის საგრანტო პროექტების პრიორიტეტული მიმართულებებია:
მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა;
ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა;
ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია;
დიასპორული მედიასაშუალებების გაძლიერება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მიზნით;
სპორტული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და თანამემამულეთა შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით;
✅ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის განმავლობაში ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქემ
ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.
📧 განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე -
[email protected]
🏆 გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
➡️„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა - დანართები.
პროგრამის აღწერა;
განაცხადის ფორმა;
ხარჯთაღრიცხვის ფორმა.
საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე.
მობ.: +995 592 804655
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი.
მობ.: +995 595 96 40 00.