საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.
საგრანტო პროექტის მიზანი:
➡️ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა;
➡️საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.
📍აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა: საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული ღონისძიებები, პროფესიული მასტერკლასები და ტრეინინგები - ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების მიზნით.
🏆გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.📧განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected]
დანართები:
საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:
- საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს მესამე მდივანი
ანა ბაქრაძე. მობ.: +995 551855755; - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
მარიამ მამესწარაშვილი. მობ.: +995 595 96 40 00.
