Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ხელმძღვანელობით

2026 წლის 29-31 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ხელმძღვანელობით.
 
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან, კამრან ალიევთან.
 
შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას.
 
შეხვედრებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ლაშა აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ელჩინ მამადოვი, გენერალური პროკურორის მოადგილე ჰაიდარ მამადოვი, მთავარი სამხედრო პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილე ბაჰრუზ აჰმადოვი, ქალაქ ბაქოს პროკურორი ელშან აბასოვი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი საბუჰი ალიევი ესწრებოდნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებმა ღირსების ხეივანი და მოწამეთა ხეივანი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.