აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გიორგობის სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა
23 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გიორგობის სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურება ამავე ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრემ (ხუმარაშვილი) და მღვდელმა ტარიელმა (ფოლადაშვილი) აღავლინეს.
სადღესასწაულო წირვას ადგილობრივ მრევლთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, გიორგი ზაქარაშვილი და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე საელჩოსა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად.
წირვის დასრულების შემდგომ, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მრევლთან.
