საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებაში.
