Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლისა და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების თვალსაზრისით.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა, რომ მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება საერთო ინტერესს წარმოადგენს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და რეგიონული დიალოგის ერთგულება.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთო ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობასა და სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელებას.