შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია
13 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ დონეზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერებას - უსაფრთხოების, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.