Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, 15 აპრილს, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია და დიპლომატებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დიპლომატიური მისიის მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საელჩოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება უსურვა მათ მნიშვნელოვან და საპატიო საქმიანობაში.