Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში

2026 წლის 30 სექტემბერს - 2 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი.
 
ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში. მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.
 
ვიზიტის ფარგლებში, ქ. შუშაში შედგა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან.
 
ირაკლი ჩიქოვანი ასევე იმყოფებოდა სასწავლო ცენტრში - „ქიზილქაია“, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნო და საერთაშორისო სწავლება Power of Unity 2026-ის საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. მინისტრი ასევე ეწვია ქ. ბაქოს ექსპო ცენტრში გამართულ აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026.