აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე ბაქოს ADA უნივერსიტეტში დაესწრო ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ 29-ე კონფერენციაზე (COP29) აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის დასრულებას
2025 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე დაესწრო ბაქოს ADA უნივერსიტეტში ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ 29-ე კონფერენციაზე (COP29) აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის დასრულებას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრმა, ADA უნივერსიტეტი-ს ვიცე-რექტორმა ფარიზ ისმაილზადემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში, COP29-ის თავმჯდომარემ, მუხტარ ბაბაევმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იალჩინ რაფიევმა.
ღონისძიებას აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, COP28-ისა და COP30-ის მასპინძელი ქვეყნების (აგს; ბრაზილია) ელჩები ესწრებოდნენ.
