Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კავკასიის მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და აზერბაიჯანში მოქმედი რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს

19 მარტს, კავკასიის მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და აზერბაიჯანში მოქმედი რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.
 
საელჩოში სტუმრობისას, თბილად გაიხსენეს მის უწმინდესობასთან გამართული შეხვედრები და მადლიერებით შეაფასეს მისი ღვაწლი საქართველოში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების განმტკიცების საქმეში.