Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი” აზერბაიჯანს ეწვია და კონცერტები გამართა ქ. ბაქოში და ქ. განჯაში

2026 წლის 16-17 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი"ერისიონი” აზერბაიჯანს ეწვია.
16 იანვარს, ანსამბლი "ერისიონი" აზერბაიჯანელი მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით ქალაქ ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში წარსდგა. კონცერტს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების, კულტურის სფეროსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი პირები.
 
17 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ განჯის ფილარმონიაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "ერისიონის" სოლო კონცერტი. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროების, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს, ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და განჯის მერიის მიერ.