Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე

11 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ Baku Expo-ში გაიხსნა ბაქოს მე-9 საერთაშორისო წიგნის გამოფენა, რომელშიც 160-მდე ადგილობრივმა  და უცხოურმა საგამომცემლო სახლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოდან  ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ქეთევან დუმბაძე, მისი მოადგილე, არჩილ ძიძიგური, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ და ელჩმა, ზურაბ პატარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ბატონ ადილ ქერიმლისთან.

საუბარი შეეხო საგამომცემლო და მთარგმნელობით სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და ქართველი და აზერბაიჯანელი მკითხველისთვის თანამედროვე ლიტერატურის ურთიერთგაცნობას.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს საჩუქრად გადაეცა ნიზამი განჯელის ცნობილი პოემის, "ხოსროვი და შირინის" ქართულენოვანი საიუბილეო გამოცემა.