Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 ივნისს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
 
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ. ღონისძიებას დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრი დავით ხუდატიანი, ყაზახეთისა და უზბეკეთის დელეგაციები, საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.