Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილ 15-16 აპრილს  პირველი ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას სტუმრობდა.

ვიზიტის ფაგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფარიოვასთან.

16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ერთობლივი განცხადებების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტს თანმხლებ პირებთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს დელეგაციაშირომელსაც პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია,  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე  გივი მიქანაძე და დეპუტატები სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი შედიოდნენ.