Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.
 
სხდომაზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა გასული წლების განმავლობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.
 
ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის, გაფორმდა შეთანხმებები - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა“-„იფექ-იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ; ურთიერთგაგების მემორანდუმები ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.