Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 9 ივლისს, ქ. ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას, რომელშიც ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე, ფარიდ ჯაფაროვი უძღვებოდნენ.
 
მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები, შეხვედრის დასასრულს კი ხელი მოეწერა სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრის ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და გაფართოებას ითვალისწინებს.
 
ვრცლად იხილეთ :