Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვნელობით

2026 წლის 24-25 სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვნელობით.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას, მილი მეჯლისის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს და საქართველოსა და აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაგიევს შეხვდა.
 
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
 
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან, ფარიდ გაიბოვთან და აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილესთან, ჰასან ჰასანლისთან.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში AIIF 2026). ფორუმის მთავარი თემა იყო - „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“.