აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბაქოს მე-7 საერთაშორისო კულტურათაშორისი დიალოგის ფარგლებში გამართულ სპეციალურ სესიაში : ,,მშვიდობის ენა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა”
26 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბაქოს მე-7 საერთაშორისო კულტურათაშორისი დიალოგის ფარგლებში გამართულ სპეციალურ სესიაში : ,,მშვიდობის ენა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა”.
სესიას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, ჰიქმეთ ჰაჯიევი უძღვებოდა.
დისკუსიის საგანი იყო მედიის როლი მშვიდობის ხელშეწყობის, დეზინფორმაციასთან ბრძოლის, აგრეთვე გლობალური მედიის პასუხისმგებლობა ინტერკულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების განმტკიცების საქმეში.
