აქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მას აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
კოლეგასთან შეხვედრამდე, გიორგი მათიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. გენერლებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
