გიორგი ზაქარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბაქოს კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში
27-28 ოქტომბერს, ქ.ბაქოში, გაიმართა კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად.
ფორუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.
ფორუმის მიზანი კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიღწევაა. წლევანდელი დისკუსიის თემა იყო „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“.
