Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბაქოში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

24 მაისს, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საზეიმო საღამოს საპატიო სტუმრის რანგში  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, ქალბატონი საჰიბა გაფაროვა ესწრებოდა. სტუმართა შორის იყვნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სტუმრები ბიზნეს სექტორიდან, კულტურის სფეროდან, ქართული დიასპორდან.  

საღამო გაიხსნა ორი ქვეყნის - საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნებით, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისათვის ბაქოში მოწვეულმა ქართული სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა, „რუსთავმა“შეასრულა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ.

საზეიმო საღამო გაგრძელდა კულტურული პროგრამით, რომლის ფარგლებში, ჰეიდარ ალიევის ცენტრის დიდ სცენაზე გაიმართა  ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასის - „სუხიშვილების“ კონცერტი. 

კონცერტის შემდგომ, საზეიმო მიღებაზე ანსამბლების - „რუსთავისა“ „სუხიშვილების“ ქორეოგრაფიასა და მრავალხმიანობასთან ერთად დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, ქართველი მომღერალი, მანანა ჯაფარიძე.

მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ალკოჰოლური სასმელების  დეგუსტაცია და ქართული კულინარიის მასტერკლასები. მოეწყო ეროვნული ტურიზმის კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და  ტურისტულ პოტენციალს.