საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა
2026 წლის 16 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს უფროსი ემილ საფაროვი.
კონსულტაციების ფარგლებში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას აკავშირებს.
შეხვედრისას, განხილულ იქნა საკონსულო ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიგრაციული პროცესების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ქვეყნებს შორის საკონსულო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.
