Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია

23-24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია კომიტეტის თამჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომის მუშაობაში.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან.
 
შეხვედრებს ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით დოლიძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.