აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რამინ მამედოვთან
2026 წლის 11 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რამინ მამედოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დინამიკური განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ასევე, საუბარი შეეხო რელიგიურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობას.
