საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა
2026 წლის 8 ივნისს, ქ. სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ დიალოგს, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
