აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მარიამობის დღესასწაული აღინიშნა
2026 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, მრევლთან და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად.
ასევე, 27 აგვისტოს, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გუნდუზ ისმაილოვთან და კომიტეტის წარმომადგენლებთან.
