საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2026 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.
