Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
 
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.
 
ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.
 
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ.