Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქ. ბაქოს „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 8 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.
 
ღონისძების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მისი განვითარებისთვის თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.
 
მე-12 მინისტერიალზე მხარეებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს, რის შედეგადაც „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ასევე, პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
 
ასევე, მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვთან, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრას ტოტისთან და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივან კრისტიან ბუსოისთან.
 
შეხვედრაზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.
 
ვრცლად იხილეთ :