Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს, ისე რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
 
ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ კონტექსტში, აღინიშნა საპარლამენტო დელეგაციების მიერ განხორციელებული ორმხრივი ვიზიტების დადებითი დინამიკა.