2022 წლის 20 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ და დესპანმა რევაზ საყვარელიძემ პატივი მიაგეს 1990 წლის 20 იანვარს, ყოფილი სსრკ-ის სამხედრო შენაერთების მიერ ქ. ბაქოში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.