საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიის 33-ე წლისთავი

2023 წლის 20 იანვარს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად, პატივი მიაგო 1990 წლის 20 იანვარს, ყოფილი სსრკ-ის სამხედრო შენაერთების მიერ ქ. ბაქოში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. ზ. პატარაძემ ყვავილებით შეამკო სამშობლოს თავისუფლებისთვის თავდადებულთა საფლავები „შეჰიდების ხეივანში“.

ეს დღე აზერბაიჯანელი ხალხის უახლეს ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი.