საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა ქ. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

2 აგგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა ქ. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ელჩინ ბაბაევთან.

შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული კავშირ-ურთიერთობების მნიშვნელობაზე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის კავკასიის რეგიონის უძველესი ქ. თბილისისა და ქ. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტების, განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლობის გაფართოება საერთაშორისო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, პრესტიჟულ უნივერსიტეტებსა და მსოფლიოს სამეცნიერო დაწესებულებებთან.  ამ თვალსაზრისით,  განსაკუთრებით საინტერესო და მისასალმებელია ორ მეგობარი,  მეზობელი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, გაცვლითი და სამეცნიერო პროგრამების ამოქმედება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, დაგეგმავენ სხვადასხვა სახის ერთობლივ აქტივობას.