1 აგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ მუსტაფა ბაბანლისთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ჰუმანიტარული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ორ მეზობელ ქვეყანას შორის. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საგანმანათლებლო სფეროში, კერძოდ ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, საელჩო და ნავთობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაგეგმავენ სხვადასხვა სახის ერთობლივ აქტივობას.