საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატებთან

2022 წლის 1 მარტს, საქართველოს საელჩოში, გაიმართა ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატებთან - საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან   არზუ ნაგიევსა და ამ ჯგუფის წევრებთან: ამინა აგაზადესა და ჯავიდ ოსმანოვთან.

განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო დინამიკასა და დიასპორებთან დაკავშირებულ თემატიკას, აგრეთვე ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ვიზიტების მაღალ დინამიკაზე ქვეყნებს შორის.  

ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის ასევე ორი ქვეყნის ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, მიღწეული იქნა შეთანხმება, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ერთობლივი ღონისძიებების გამართვის თაობაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო კავშირები, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკას საპარლამენტო ფორმატში.