7 თებერვალს, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, თანამშრომლებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვია ქ. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს, სადაც მოინახულეს გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, ყაჯართა დინასტიასთან დაკავშირებული ექსპონატები და მდიდარი საილუსტრაციო მასალები.
გამოფენაზე, რომელიც გასტანს 2021 წლის აპრილამდე, წარმოჩენილია XVIII-XIX საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობა, უხვად არის წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები - ყაჯარული ფერწერის ნიმუშები, მინიატურები, კერამიკისა და ლითონის ნაკეთობები.