ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 18 ნოემბერს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში:
- გიორგი ჭანტურია (20.10.1994 – 21.11.1997);
- ზურაბ გუმბერიძე (21.11.1997 – 15.03.2007);
- ნიკოლოზ ნათბილაძე (15.03.2007 – დღემდე);
- თეიმურაზ შარაშენიძე (17.02.2011– დღემდე )
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
- ჰაჯან ქული ოღლუ გაჯიევი (05.03.1996 – 25.05.2004);
- რამიზ აივაზ ოღლუ ჰასანოვი (25.05.2004 – 08.05.2006);
- ნამიგ ჰასან ოღლუ ალიევი (08.05.2006 – 20.04.2011);
- აზერ ჰუსეინი (24.06.2011.- დღემდე)
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შესახებ
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 18 ნოემბერს. ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ფუძემდებლური პრინციპები გამყარებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებით. ორი ქვეყნის ხალხებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მეგობრულმა ურთიერთობებმა განაპირობა საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. დღეისათვის ორ სახელმწიფოს შორის ხელმოწერილია 100-ზე მეტი სახელშეკრულებო-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის ყველა სფეროს.