Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაში. საერთაშორისო ღონისძიებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.
 
სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ თავად მასპინძლები და UN-Habitat-ის ასამბლეის პრეზიდენტი ნგა კორ მინგი, ხოლო სამიტის მონაწილეებს ვიდეომიმართვის ფორმატით გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა მიმართეს.