საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
30 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
