აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.
განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, ამასთან ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს.
