ქ. ბაქოში გაერო-ს საჯარო მმართველობის ინოვაციების სამიტი გაიმართა
2026 წლის 4-6 ნოემბერს, ქ. ბაქოში იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, ლანა მორგოშიას ხელმძღვანელობით. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს საჯარო მმართველობის ინოვაციების სამიტში. სამიტის მთავარი თემა საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაცია იყო.
სამიტის ორგანიზატორები იყვნენ გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტი და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტო. სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ულვი მეჰდიევთან და უცხოელ კოლეგებთან. მათ შორის, გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან, საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარასკევ ხარალამპოგიანთან და
სლოვაკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს გენერალურ მდივან, იან გაიდოშთან.
სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი.
