Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტისა და მილი მეჯლისის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კავკასიის მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი და აზერბაიჯანში მოქმედი რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი, მინისტრთა კაბინეტისა და მილი მეჯლისის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კავკასიის მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და აზერბაიჯანში მოქმედი რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
მათ მწუხარება გამოხატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს.