Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანში საქართველოს ახალდდანიშნულმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 6 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახალდდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მეგობრობასა და ძმობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.
 
საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განვითარების პერსპექტივები.
 
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობაში წარმატებები უსურვა.