Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა.
 
მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
 
პროექტის შესახებ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.
 
გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.